ლევან ხაბეიშვილი - საზოგადოება უნდა მობილიზეს და წინააღმდეგობის მეორე ფაზა დაიწყოს -სრულად დემორალიზებულები, გამოფიტულები და 120 საათი უძილოები არიან, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია

სრულად დემორალიზებულები, გამოფიტულები და 120 საათი უძილოები არიან - გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, დღეს საზოგადოება კიდევ უფრო უნდა მობილიზეს და წინააღმდეგობის მეორე ფაზა დაიწყოს.

„რეჟიმს ჰგონია, რომ მოიგო და წინააღმდეგობა დასრულდა. ფიქრობენ, გაუძლეს და გადაგვტეხეს.

ამიტომ, დღეს კიდევ უფრო მეტად ვმობილიზდეთ და დავიწყოთ წინააღმდეგობის მეორე ფაზა!

ახლა თუ ორგანიზებულები ვიქნებით და ერთად დავდგებით, ვეღარაფერი უშველით. სრულად დემორალიზებულები, გამოფიტულები და 120 საათი უძილოები არიან - გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- წერს ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს