ამბროლაურის მერია - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით,გამყრელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, ამ დრომდე სოფელ წესში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება.

„სასიხარულოა ის, რომ ოჯახი ახალ წელს ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლში შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტის ისტორიაში წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 2 ოჯახისთვის სახლების მშენებლობა. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და იმოქმედებს მანამ სანამ ყველა მსგავსი საჭიროების მქონე ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წესში, მერაბ გამყრელიძის სახლის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლის გადახურვის სამუშაოები და მისი ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს