რატი იონათამიშვილი -  ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ნიშნით არის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალური ქმედება, ვაპირებ მივმართო UNICEF-ის საქართველოს და საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელებს, ასევე, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს

დღეს რასაც ვხედავთ სკოლებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო და საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან, ამან გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვთა განვითარებას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აპირებს მიმართოს UNICEF-ის როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს და ასევე, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ასევე, იონათამიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედება არის გაეროს კონვენციის და საქართველოს ბავშვთა კოდექსის 38-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული აქტი.

„ამაზე ჩვენი საუბარი დღეს არის მნიშვნელოვანი და ვაპირებ აუცილებლად მივმართო UNICEF-ის როგორც საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ასევე საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს და ასევე, მივმართო გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები, რადგან ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ნიშნით არის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალური ქმედება. ჩვენი მიზანია და ბავშვთა საუკეთესო ინტერესები ნიშნავს სწორედ იმას, რომ მათ შევუქმნათ უსაფრთხო, ტოლერანტული გარემო და სწავლების პროცესი უნდა იყოს შეუფერხებელი და ეს ადამიანები საპირისპიროდ რომ იქცევიან, მგონი, ამას თითოეული ვხედავთ. ეს არის პირველ რიგში გაეროს კონვენციის სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული აქტი მათი მხრიდან, ეს არის საქართველოს ბავშვთა კოდექსის 38-ე მუხლის წინააღმდეგ გადადგმული აქტი და ცოტა ყველა ფრთხილად იყოს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანებს - ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს აქვთ საუკეთესო მემკვიდრეობითი კავშირები ბოლშევიზმთან და ფაშიზმთან, ამითაც დასტურდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში „დღის კურიერი“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია