იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო ავრცელებს.

„იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა, რასაც დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოჰყვა, რამაც დაკავებები და დაზიანებები გამოიწვია.

ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინოს და იმედოვნებს, რომ იგი კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს თავისი ხალხის გასაგებად და შექმნილი ვითარება მალე დამშვიდდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს