სახალხო დამცველმა ინგოროყვას კლინიკაში აქციებზე დაშავებული პირები მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში აქციებზე დაშავებული პირები მოინახულა.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში.

„3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და აქციის დასაშლელად მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის შედეგად დაზარალებული პირები მოინახულა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოიკვეთოს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს