გიორგი გახარია - ინგოროყვას კლინიკაში მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სასტიკად ნაცემ სხვა ახალგაზრდებს -  ეს იყო დასჯის ოპერაცია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც საპროტესტო აქციაზე „სასტიკად ნაცემი“ ახალგაზრდები მოინახულა.

მისი თქმით, ეს იყო დასჯის ოპერაცია.

„ახლა ვიყავი ინგოროყვას კლინიკაში. მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სასტიკად ნაცემ სხვა ახალგაზრდებს.

თითოეული ამ ადამიანის ისტორია მსგავსია - ნიღბიანი მოძალადეები ამ ახალგაზრდებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახეში და თავის არეში. ეს იყო დასჯის ოპერაცია!

თუმცა, მათთან საუბრის შემდეგ, ამ სისასტიკის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ხვალ ისევ გააგრძელებს ბრძოლას.

ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!“ -წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს