ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -  საქართველო ევროპულ გზას შორდება, მაგრამ ქართველებს ევროპული მომავლის ხედვა არ უნდა წავართვათ - დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია

ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე და პირადი მხარდაჭერა გამოვხატე, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვწუხვარ, რომ დღეს ჩეხეთში საქართველოს ელჩის გადადგომის შესახებ გავიგე. მას რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე და პირადი მხარდაჭერა გამოვხატე. მიზეზი არის ის, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება, მაგრამ ჩვენ ქართველებს ევროპული მომავლის ხედვა არ უნდა წავართვათ და ასევე, დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა.

„ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა მაისურაძემ სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს