ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ აღარ დაინიშნა თამარ გაბუნია მის მოადგილედ ახალი მთავრობის პირობებში

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რატომ აღარ დაინიშნა თამარ გაბუნია მის მოადგილედ ახალი მთავრობის პირობებში.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს.

„ჩვენ ასე შევთანხმდით. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პროცედურის თანახმად, ხელახლა ხორციელდება მინისტრების წარდგენა პრემიერ-მინისტრისთვის. ამ ეტაპზე შევთანხმდით ასე. ეს იყო შეთანხმება. გვაქვს ჩვენ-ჩვენი მიზეზი, რაზეც შეიძლება საჯაროდ არ ვისაუბროთ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო რაიმე პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკური ფაქტორი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება - თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი