ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის დემონსტრანტის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ხოლო თუკი ამის საჭიროება დადგება, მას თავად სახელმწიფო მიხედავს.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საჭიროა სათანადო დონეზე შესწავლა-გარკვევა, რათა არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

„მას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწია. უკლებლივ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. ახლო მომავალში სრულფასოვანი სურათი გვექნება, რომლის შედეგადაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ გააჩნია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც ის კონკრეტულმა პირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მიიყვანეს, თვითონ პაციენტმა განაცხადა, რომ მან დაზიანება შუშხუნა ფოიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღო. „მთლიანად თუ მისი ნაწილი მომხვდაო“ - ასეთი იყო მისი განცხადება. რა, როგორ არის, ეს გაირკვევა და პასუხგაუცემელი არ დარჩება.

მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ბიძის იოსებ ჩანადირის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ახალგაზრდას წარბის არეში “გაზის კაფსულა“ მოხვდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი