მიხეილ სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე - მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის  საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას

მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება.

„მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი