მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ  ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე - საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე - სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე - სასამართლოს პოზიცია

არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე - საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე - სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე - სასამართლოს პოზიცია, ამ დამოკიდებულების ხალხია, წაშალეს ყველანაირი ლოგიკა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც, მდინარაძის თქმით, განაცხადა, რომ „პარლამენტის ლეგიტიმაცია პოლიტიკური თემაა და ეუთო/ოდირი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია“.

მდინარაძის თქმით, მთავარი ორგანო, რომელიც არჩევნების საკითხზე გასცემს დასკვნას არის - ეუთო/ოდირი, ხოლო, ოპოზიციას არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებს ეუთო/ოდირის პოზიცია და მათ წაშალეს ყველანაირი ლოგიკა.

„პარლამენტის ლეგიტიმაცია პოლიტიკური თემაა“- ამბობს ერთ-ერთი „გახარია“. „ეუთო/ოდირი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია“, - ანუ ეუთო/ოდირს ვინ ეკითხება ლეგიტიმაციასო, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე არ აინტერესებთ საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე არ აინტერესებთ სანქციას დავაწესებთ თუ არა, თავს დავიზიანებთ თუ არა, სანქციების შედეგი არ აინტერესებთ. სამართალზე არ აინტერესებთ ქართული და სტრასბურგის სასამართლოს პოზიციები, ამ დამოკიდებულების ხალხია, წაშალეს ყველანაირი ლოგიკა, ყველაფერი წაშალეს, თურმე ეუთო/ოდირს ვინ ეკითხება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვინმე ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მთავარი ორგანო, რომელიც ამ საკითხზე გასცემს დასკვნას და არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ქმნის ჩადის ქვეყნებში და აკვირდება და შემდეგ ამბობს, რომ ეს იყო თუ არა კონკურენტული არჩევნები და ამით მისცემს თუ არა ლეგიტიმაციას ხელისუფლებებს კონკრეტულ ქვეყნებში, არის - ეუთო/ოდირი. აქამდე მთელი მსოფლიო აღიარებდა ამას და ახლა ბექა ლილუაშვილმა ამოატრიალა ეს ამბავი, საოცარი ხალხია. ანუ, ცივილიზებული სამყარო აღიარებს რაღაც პრინციპს და ბექა ლილუაშვილი არა, მოვუწოდებ აქციაზე მდგომ ხალხს, თქვენ, ან დაუჯერეთ ცივილიზებულ სამყაროს და მის მიდგომებს, მათ შორის, ეუთო/ოდირს, ან ბექა ლილუაშვილს, მეორე „პატარა გახარიას“. ამაზე სერიოზული პასუხები როგორ უნდა გავცეთ, ეუთო/ოდირის დასკვნა ნიშნავს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც არის ლეგიტიმაციის საფუძველი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს