ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში აქციებიდან სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ შორის საჭირო გახდა სამართალდამცავთა ჰოსპიტალიზაცია.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის და ხარისხის დაზიანებებით შედიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ყველა პაციენტი, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ასეთ დახმარებას იღებს. ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში თავსდებიან.

3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტია გადაყვანილი, რომელთაც სათანადო მკურნალობა გაეწია. არცერთ შემთხვევაში მძიმე, ფატალური შედეგის მოლოდინი არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი