საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას დასთანხმდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას დასთანხმდა. შეხვედრა ტელეკომპანიის ადმინისტრაციასა და შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ დამთავრდა.

როგორც ჯგუფი „წინაპრების“ ერთ-ერთმა წევრმა, თათია მექვაბიშვილმა განაცხადა, გადაცემა დაახლოებით, 22:00 საათზე დაიწყება.

„მანამ, სანამ ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ყოველდღე პრაიმტაიმში საზოგადოების წარმომადგენლებს ეთერი დაეთმობათ. დღევანდელი ეთერი სრულად მათ დაეთმობათ. რაც შეეხება ფორმატს, იქნება საზოგადოების ოთხი წარმომადგენელი და წამყვანი, სავარაუდოდ, თამთა სანიკიძე. ხვალ ველოდებით პრეზიდენტის ეთერს, ესეც ჩვენი მოთხოვნა იყო და შესრულებულია“, - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.

ამასთან, განათლების პოლიტიკის სპეციალისტის, გიორგი ჭანტურიას ინფორმაციით, საუბარი ასევე, იყო ტელევიზიის მენეჯმენტის გადადგომასთან დაკავშირებით, რაზეც შეთანხმება არ შემდგარა.

„გვქონდა მოთხოვნა ასევე, მენეჯმენტის გადადგომა, რომელშიც მათ შორის, გიორგი გვიმრაძეც იგულისხმებოდა. ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მენეჯმენტს განსხვავებული პოზიცია აქვს, ჩვენ სხვა“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს