სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საომარ მდგომარეობას ვაცხადებ, თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დასაცავად და ამაზრზენი პრო-ჩრდილო კორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალების გასანადგურებლად“, - განაცხადა იუნ სულ იოლმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აიკრძალება, ხოლო მედია კონტროლის ქვეშ იქნება.

ცნობისთვის, ეს 1980 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს