ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება.

ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

“პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დაკავებისას არ ემორჩილებოდა”,- აცხადებს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ამასთან, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული პროტესტის ნიშნად დაწვეს.

ცოტა ხნის წინ, მთავრობის სახლთან, სპეცრაზმის დამატებითი ძალები განლაგდნენ. ისმის შეძახილები “მონებო”.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ, პროტესტის მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს