მიხეილ სარჯველაძე - სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

აქციების დაწყების დღიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში, უკლებლივ ყველა დაშავებული, ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებს, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური, გადაწყვეტილებას, კონკრეტულ მომენტში, ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.

„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულად.

ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისად, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება - ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის, ან ჭანტურიას ქუჩის კუთხეში და ა.შ. “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა