სამხრეთ კორეის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-სიკის წარდგენილ რეზოლუციას მხარი პარლამენტში საგანგებო სესიაზე დამსწრე 190-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ კენჭისყრის შედეგებს დაემორჩილოს.

შეგახსნებეთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს