სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.

ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი