თამარ კორძაია - საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც პრობლემის გადაჭრის გასაღები ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთეს - არ ეპატიებათ

საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც პრობლემის გადაჭრის გასაღები ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთეს - არ ეპატიებათ! , - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურა.

კორძაიას თქმით, „ერთიანობა დაამარცხებს რუსეთის დავალებების შემსრულებელს - ბიძინა ივანიშვილს“.

„ამაღამ, ვინმეს რომ თმა ჩამოუვარდეს, ვინმე რომ სცემონ, მათი პერსონალური პასუხისმგებლობაა, თითოეული მოსამართლის. იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები ჰქონდა. მათ ეს არ გააკეთეს. როგორ შეიძლება ასე მოიქცე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე? არაფრით არ მესმის, არ ეპატიება არასდროს. არავითარ შემთხვევაში!

ან მივიღებთ ახალ არჩევნებს და მჯერა, რომ მივიღებთ. ან, ვინც ახლა ამას გულგრილად უყურებს, ისინი ამ ქვეყნის გარუსების მომხრეები გახდებიან. თუ ვინმეს გინდათ, რომ თქვენი შვილები, თქვენ ცივილიზებულ სამყაროში, ნორმალური ცხოვრების პირობებით ცხოვრობდეთ, სადაც ხმის ამოღების არ შეგეშინდებათ, დღეს ყველას ადგილი ქუჩაშია. თბილისში არ ხართ? რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც ხართ, უნდა იყოთ ქუჩაში. აი, ეს ერთიანობა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის დავალებების შემსრულებელს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიცია, მხოლოდ მოსამართლეებმა - გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს, შესაბამისად, განჩინებას სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, ირინა იმერლიშვილის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნულის გამო ირინა იმერლიშვილი კრიტიკის ობიექტია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს