სპეცრაზმი „თბილისი მერიოტის“ მიმდებარედ ჩადგა, მომიტინგეები კი რუსთაველის თეატრის წინ იმყოფებიან - დემონსტრანტები პერიოდულად ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს

სპეცრაზმელებმა „თბილისი მარიოტთან“ კორდონი გააკეთეს. პარალელურად, საპოლიციო ძალებს დაკავებული აქვთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის, ასევე, ქაშვეთის მიმდებარე ქუჩები.

რაც შეეხება მომიტინგეებს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მათ რუსთაველის თეატრის წინ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ.

სპეცდანიშნულების რაზმი კი აქციის დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი