ვედანტ პატელი - ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ

ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პეტელი ყველა მხარეს მოუწოდებს, აქციის მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყოს.

„ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. აშშ ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით ღრმად შეშფოთებულია, გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები მკაცრად დაიცვას“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს