გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება მზაობა შემდგომი ზომების მიღების შესახებ.

„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება ან განხორციელება არ მოხდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, რომ ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად შემდგომი ზომები მიიღოს“, - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცეც ავრცელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს ბლოკავს. ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული. განვითარების სამინისტრო აქამდე საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერდა. საქართველოს ამ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. მომავალში, თუ საერთოდ, ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლირებს“, - აცხადებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს