აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ცოტა ხნით აპირებენ გაჩერებას.

მათი შემდგომი გეგმა და შესაბამისად, საბოლოოდ დანიშნულების წერტილი ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე მომიტინგეებმა კოსტავას ქუჩაზე აღმართეს ბარიკადები - მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქცია დაშალა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი როგორც აქციის მონაწილეებისგან, ისე სპეცრაზმელებისგან თავისუფალია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!