„ვინჩერო“ - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საბითუმო-საცალო მაღაზიათა ქსელი KTW ჯგუფისგან

KTW ჯგუფმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალი მაღაზიათა ქსელის „ვინჩეროს“ პირველი ფილიალები გახსნა. მაღაზიები გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქ. N19-ში და დიდუბეში, წერეთლის ქ. N74-ში მდებარეობს. კომპანია თბილისისა და საქართველოს მასშტაბით გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მაღაზიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ცისტერნიდან ჩამოსასხმელი ღვინოა, რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული და ყურძნის თავდაპირველ არომატსა და გემოს სრულფასოვნად ინარჩუნებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზევე დააგემოვნონ და შეიძინონ ცისტერნიდან ჩამოსხმული ღვინო.

„ვინჩეროში“ აგრეთვე წარმოდგენილია KTW ჯგუფის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შატო ასკანა“, „გურამიშვილის მარანი“, „შატო მანავი“, „ძველი კახეთი“ და სხვა. მაღაზიაში დაგხვდებათ „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციაც, რომელიც აერთიანებს: კომპოტის, მურაბის, ჯემის, თაფლისა და საწებლის ნაირსახეობებს. ეს ბრენდები მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეარჩიონ სასურველი პროდუქტი სასურველ ფასად.

„ვინჩეროს“ კონცეფცია ეფუძნება ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების გაერთიანებას. ქსელის საფასო პოლიტიკა ლოიალურია და „ჩვენი უბნის ფასები“-ს იდეას გამოხატავს. მაღაზიაში მუდმივად აქტიურია ფასდაკლებები და შეთავაზებები, რაც მომხმარებლებისთვის სტუმრობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს, ერთ სივრცეში შევთავაზოთ KTW ჯგუფის საფირმო პროდუქცია. „ვინჩერო“ იქნება არა მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლოური სასმელების მაღაზია, არამედ ადგილი, სადაც სტუმრები მეღვინეობის ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობიან. მჯერა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართული მეღვინეობის განვითარებაში, ასევე ხარისხიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კიდევ უფრო ხელმისაწვდომად ქცევაში“ – KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე.

მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების სანახავად, თვალი ადევნეთ „ვინჩეროს“ გვერდებს სოციალურ პლატფორმებზე.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია