საფრანგეთში OECD-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში GCCA-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და ამავე სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 23-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა ლევან კალანდაძე თემაზე: „კონკურენციის როლი უთანასწორობის დაძლევაში", ხოლო გიორგი ქედელიძემ პრეზენტაცია გააკეთა თემაზე „კონკურენცია სურსათის მიწოდების ჯაჭვში“.

„ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენიმ. ყოველწლიურად, ფორუმი აერთიანებს მაღალი რანგის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების, გამოწვევის გაზიარება და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებმა მიმოიხილეს - კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, სურსათის მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მუშაობის სპეციფიკა, რისკ-ფაქტორები და პრევენციული ღონისძიებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს