ნატო-ს გენერალური მდივანი - ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება - მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ნატო-ს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. გვაწუხებს ის რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება შეძლო“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისივე თქმით, შეწუხებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია