კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან

საზოგადოებამ მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში მოწოდებებს აკეთებდა - ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„გუშინ, საზოგადოებამ მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში მოწოდებებს აკეთებდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, მოუწოდებს ბავშვებს, არასრულწლოვანებს, საპროტესტო აქციებში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან, ამიტომ ის ქმედებები, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან, წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ შორის აპროტესტებენ სტუდენტებიც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა სკოლებს მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია