ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გარდა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსაც შეხვდება.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სიტყვითაც მიმართავს.

ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში, 5-6 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს