პაატა მანჯგალაძე - არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ - ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა

არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ - ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა და მეტი ენერგიულობა.

“მეგობრებო, არ არის „ქოცების“ მდგომარეობა მარტივი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში (ნუ, ღმერთმა გვაშოროს „ქოცობა“):

ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს;

ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს: არც ხალხი და არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს;

აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი „წადი“-ს გეძახიან;

არბევ აქციებს, რომ ხალხი დააშინო, და უკუშედეგი გაქვს: უფრო გაბრაზებული, უფრო მეტი ადამიანი მოდის;

გყავს ფულით დაქირავებული 4 ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის. რატომ? ამათ „ბიძინა, ფულიანი და ძლიერი“ სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ;

ყველაზე მთავარი: არ გაქვს მორალური უპირატესობა. ყოველ დღე, ერთი კაცის აკვიატების გამო, ცემ და არბევ შენს ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავის შვილებს, ალბათ, შენს შვილსაც. საზოგადოებიდან კი არა საკუთარ ოჯახშიც უფრო და უფრო იზოლირებული ხდები, ვერ ხსნი რას იცავ, რატომ იქეცი სხვის მოძალადე იარაღად.

როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას?

ამიტომ, არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ. ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა. საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა, მეტი ენერგიულობა!

რადგან არ ვიცით, სხვა ასეთი მომენტი როდის დადგება და ახლა სადაც ვართ ესეც კი სანატრელი გაგვიხდება! ამიტომ უკან გზა უნდა ჩავხერგოთ ფიქრშიც კი და მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია