„საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს დასავლეთი უღალატებს თუ გადაარჩენს?“ - ამ სათაურით სტატიას The Economist-ი აქვეყნებს

საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს დასავლეთი უღალატებს თუ გადაარჩენს? - ამ სათაურით სტატიას The Economist-ი აქვეყნებს.

„ყოველ ღამით, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში შიშსა და იმედს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ, ყოველ საღამოს დემონსტრანტები იკრიბებიან და ხელკეტებით აღჭურვილ პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ, მოითხოვენ, რომ მთავრობამ მისი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მცდელობა განაახლოს და გაყალბების გარეშე ახალი არჩევნები ჩაატაროს. ვინაიდან ეს რეალური ცხოვრებაა და არა მორალური ზღაპარი, შესაძლებელია შიშმა გაიმარჯვოს“, - წერია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრძოლა მხოლოდ საშინაო არ არის.

„საქართველოს უფრო და უფრო მეტად მზარდ ავტორიტარულ ხელისუფლებას გამოსაყენებლად შიშის ძლიერი წყარო ჰყავს, სავარაუდო საფრთხე რუსეთისგან, მათი მეზობლისგან, ყოფილი ბატონისგან და ხშირი დამპყრობლისგან. იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელსაც სხვა პოპულისტები არამდგრად დემოკრატიებში იყენებენ, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, როგორც მშვიდობის დამცველი. საარჩევნო პოსტერებზე უკრაინაში დანგრეულ შენობებს საქართველოს ლამაზ სურათებს უპირისპირებდნენ. მისი ლიდრები ოპოზიციასა და დასავლეთის მთავრობებს „გლობალური ომის პარტიის“ ჩამოყალიბებაში ადანაშაულებდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

სტატიის თანახმად, რუსეთით დაშინებასთან დასაპირისპირებლად დასავლეთის საუკეთესო იარაღი იმედია და დამაჯერებელი გარანტიები, რომ საქართველოს ევროკავშირში და ერთ დღესაც ნატო-ში გაწევრიანების რეალისტური პერსპექტივები აქვს.

„დილემა ამაში მდგომარეობს. ევროკავშირში შემდგომი გაფართოების მხარდაჭერა არამდგრადია. აშშ-მა ახლახან ნატო-ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პრეზიდენტი აირჩია. საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებისას შესაძლო დარღვევებისთვის ხელისუფლებას პასუხიმგებლობა უნდა დააკისრონ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მათ რუსეთის ხელში ჩაგდებას ნიშნავს“, - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ღიაობა კვლავ დასავლეთის სუპერძალას წარმოადგენს.

„სასოწარკვეთა ნაადრევია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ლიდერში გაფართოების მხარდაჭერა გააცოცხლა. გაფართოება კვლავ სტრატეგიულ საშუალებად იქცა, თუმცა თბილისში დემონტრანტები შესაძლოა გაკვირვებულები დარჩნენ იმის ცოდნით, თუ რამდენად გრძელი იქნება მათი გზა ევროკავშირისკენ. რუსეთის შიში საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. შეიძლება იგი მისი საუკეთესო იმედიც კი იყოს“, - წერს გამოცემა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან