რუსთაველის გამზირზე, წუხანდელ აქციაზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი - ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია

რუსთაველის გამზირზე, წუხელ და დღეს გამთენიას, აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განმარტა, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთი პირი მოინახულა, რომელსაც დაზიანებები აქვს. მან ადვოკატთან დანარჩენი დაკავებულების მიმართ განხორციელებულზე ძალადობაზე ისაუბრა.

„18 წლის მუსიკოსი, დიჯეია. „ბილტმორთან“ წრეზე ალყაში მოგვაქციეს, წამაქციეს და მირტყესო. მერე მანქანასთან წამიყვანეს, იქ 3 ადამიანს ურტყამდნენ, რომ მორჩნენ, მერე ჩემზე გადმოვიდნენ. შემდეგ ერთი ადამიანი მოვიდა, ჩემიაო ესო თქვა და წამიყვანესო. თვალში სისხლჩაქცევები, ტანი დალურჯებული აქვს",- აცხადებს ადვოკატი.

პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესები მიმდინარეობს. 14:00 საათზეა დანიშნული ადვოკატ ბექა ბასილაიას სხდომაც.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს