5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მათივე ცნობით, შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელის სისტემის შეცვლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით. დავით გურამიშვილის გამზირიდან წამოსული ავტომობილები ლიახვის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ა. ჯინჭარაძის ქუჩიდან. ასევე, შეზღუდული იქნება ავტომობილების გადაადგილება ჩარგლის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჟინვალისა და შენგელიას ქუჩების გავლით, შემდეგ კი რატევანისა და ა. ჯინჭარაძის ქუჩით, საიდანაც ავტომობილები შეძლებენ დ. გურამიშვილის გამზირზე მოხვედრას.

ასევე, ჭოპორტის ქუჩიდანაც იქნება შეზღუდული გადაადგილება, საიდანაც დავით გურამიშვილის გამზირზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ჟინვალის, შენგელიას, რატევანის და ა. ჭიჭინაძის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N360 ავტობუსი და N553 მიკროავტობუსი ჩარგლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან გუდამაყრის ქუჩას, გადაინაცვლებენ დავით გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მოუხვევენ და მოძრაობას დაასრულებენ მათთვის განკუთვნილ ბოლო გაჩერებაზე. უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება არ იცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. პროექტი 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს კაპიტალურად მოაწესრიგებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს