ნონა ქურდოვანიძე - საკონსტიტუციო სასამართლომ, სამწუხაროდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია, არ დაიცვა კონსტიტუცია

საკონსტიტუციო სასამართლომ, სამწუხაროდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია, არ დაიცვა კონსტიტუცია - ეს გადაწყვეტილება აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც საერთო სასამართლოები, მიტაცებულია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ისე როგორც ევალება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდელ პრაქტიკასთან.

„არჩევნები ჩატარდა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევით, რომელსაც თან ახლდა ასევე, სხვა ტიპის დარღვევები. ამ დარღვევებზე ქვეყნის შიგნით რეაგირება არ მომხდარა, მათ შორის, არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგანაც ყველა ინსტიტუტი, სამწუხაროდ, არის გაკონტროლებული და თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება არის შეზღუდული.

საკონსტიტუციო სასამართლომ სამწუხაროდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია, მან არ დაიცვა კონსტიტუცია. მისი ძირითადი ვალდებულება არის ის, რომ კონსტიტუციის დაცვა უზრუნველყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ გააკეთა. მან უბრალოდ მოიშორა ტექნიკურად განჩინებით ისე, რომ ზეპირი მოსმენაც არ ჩაუტარებია და ის არგუმენტები, რომლებიც მოყვანილია განჩინებაში, მათ შორის, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდელ პრაქტიკას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიმართ ვერ გვექნება რაიმე ნდობა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც საერთო სასამართლოები, მიტაცებულია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ისე როგორც ევალება,“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს