ირაკლი კობახიძე - პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა

პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას იმის ფონზე, რომ ქუჩებში ბევრი ადამიანი ხელისუფლების კურსით უკმაყოფილოა და ასევე, თანამდებობებს ელჩებიც ტოვებენ.

„ქუჩაში 5000 ადამიანია და საპარლამენტო არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ 1 120 000 ხმა მიიღო. შეგიძლიათ შეადაროთ. 1 120 000 ადამიანი და 5 000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში რაღაცას აპროტესტებს, რასაც საფუძველი არ აქვს. ეს არის დღეს არსებული მდგომარეობა. არის ძალადობრივი ჯგუფი, დაახლოებით, 500-მდე ადამიანი და ხედავთ, რომ პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. დღეს პროპორციულ ქმედებებს აქვს ადგილი. სწორედ ამიტომ საქართველოში „მაიდანი“ არ შედგა, ოპოზიცია განადგურებულია და ახლა საკუთარ თავს ანადგურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს