სახალხო დამცველის აპარატი - დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები - მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები

სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე დღეებში სკოლებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში.

მათივე განცხადებით, დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები.

სახალხო დამცველის აპარატი საგანმანათლებლო დაწესებულებს მოუწოდებს, დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვნების გამოხატვის თავისუფლებას.

„არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში, რაც გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით. აღნიშნული უფლებები უზრუნველყოფს არასრულწლოვნების გამოხატვის, შეკრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თავისუფლებას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის. სასწავლო პროცესში ბავშვების მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით სკოლის დატოვების სურვილის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ.

დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები, ამასთან დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებით და სასწავლო პროცესის ხელშეშლა.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებასა და ვალდებულებას.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა მათგანზე ექნება შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს