საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დარიუს პოპოვასმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო ლექცია - „VRscan3 D - ინტერაქტიული სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გახსნა.

როგორც პროფესორმა ნინა მაისურაძემ განაცხადა, დარიუს პოპოვასი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ატარებს საჯარო ლექციას.

„პროფესორ დარიუს პოპოვასის საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ პროფესიად საინჟინრო-გეოდეზიას და გეოინფორმატიკას მოიაზრებენ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ სპეციალისტებს საინჟინრო დარგების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს“, - განაცხადა ნინო მაისურაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ლიეტუველმა სტუმარმა, ვიზიტის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს