გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია, რაც "რადიო თავისუფლებას" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს 4 დეკემბერს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, დღეს დილით, გვიმრაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - დაწერა გვიმრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს