„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანი-ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩა N7-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 5 დეკემბერს დღის 16:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 დეკემბერს, დღის 16:00 საათიდან 6 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში - გურამიშვილის გამზირს, ჩარგლის, ჟინვალის, ლომთათიძის, იმერეთის, ცინცაძის, სვანეთის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, საჭილაოს, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, ქსნის, ერწოსა და მიმდებარე ქუჩებს; ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონს, დადიანის ქუჩის ნაწილს.

გლდანის „ა“ I, II, III, IV, მიკრორაიონებს, თემქის III მიკრორაიონის I კვარტალის ნაწილს, თემქის მე-11 მიკრო რაიონის 1 კვარტალს, ზღვის უბნის მე-4 მიკრო რაიონს, ზღვის უბნის IV,IX,X,Xა კვარტლებს, შეშელიძის, შატილის, სადმელის, კაკაბაძის, ბარამიძის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის, ანდრონიკაშვილის, რიონის, ჭყონდიდელის, შენგელაიასა და მიმდებარე ქუჩებს, ხიზაბავრის 1 ჩიხს და გობრონიძის N9, 11, 13.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს