ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების ადვოკატი - კომიკურია, „ფეისბუქზე“ რეგისტრაციისა და ჯგუფში გაწევრიანებისთვის გადაუდებელი აუცილებლობით,  სასამართლოს თანხმობის გარეშე, ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს - ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება

ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას და უსამართლობას, - ამის შესახებ ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატმა, ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულონი არიან.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება. ალბათ, "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" თვითონ გადაწყვეტენ, ეს დაშინება რამდენად შორს უნდა წავიდეს. ვიცი, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები.

კომიკურია "ფეისბუქზე" ადამიანი რომ დარეგისტრირებულია, იქ თავის აზრს გამოხატავს და ჯგუფშია გაწევრიანებული, ამის გამო გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს თანხმობის გარეშე ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს. დასახელდა ორი ხმაურიანი და შემაშინებელი მუხლი, თუმცა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გავეცნობი საქმის მასალებს და შემდეგ გვექნება პოზიცია",-განაცხადა ანა გახოკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს