სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული.

როგორც მანამდე ქრისტინე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებელმა ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის შემდეგ მას სთხოვა, რომ მის სახლში გასაუბრების მიზნით მისულიყვნენ.

„წარმოდგენა არ მაქვს რას ეძებენ, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, არც გზაში არ გვისაუბრია, არ ვიცი, უბრალოდ მოვედით.

ღლონტის სახლთან გამომძიებელს არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ გასაუბრება უნდათ და გავყევი. [მან მითხრა, რომ] „შენთან სახლში უნდა წავიდეთ და გავისაუბროთო“. ვარაუდის დონეზე ვუკავშირებ, რომ „კაგებეს“ რეპრესიები დაიწყო და ამის მიხედვით ყველა მოქმედებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანებში შიშის დათესვას და ტერორს.

„სიახლე არაფერი არ გვაქვს. ისინი დეტალიზაციისგან თავს იკავებენ. ისევ იგივე პოზიცია გვაქვს, რაც ილია ღლონტთან დაკავშირებით იყო. მიზანი არის ადამიანების დაშინება, ტერორი, რომ ადამიანები აღარ გამოვიდნენ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოსახატად. ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანებში შიშის დათესვას და ტერორს, სხვა სამართლებრივი, ლოგიკური და კანონიერი საფუძველი, ამ ყველაფერს არ აქვს. ისინი ვერ გვეუბნებიან ფარატინა ციფრების გარდა, რა არის ამის უკან”, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება