გიგა ლემონჯავა - ყველა ნივთი, რაც ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - ნებისმიერი ნივთი, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ

მინდა პირდაპირ ვთქვა, ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფოიერვერკებით, ნატრი ქლორი, ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მან ისაუბრა პარტია „დროას“ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე და როგორც აღნიშნა, სამართალდამცველები ოფისში ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე შევიდნენ. ლემონჯავას თქმით, ჩხრეკას ესწრება მათი ორი თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს „ლაივ რეჟიმში“ გადასცემენ სოციალური ქსელის მეშვეობით იმის თავიდან ასაცილებლად, რომ პოლიციამ პარტიის ოფისში „რამე არ ჩადოს“.

„მე მინდა ძალიან ცხადად, ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფოიერვერკებით, ნატრი ქლორი - ეს წყალი, რომელსაც ვიყენებთ რაც გაზით გვწამლავენ - ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიახ, არაფერი ჩხრეკა ამას არ სჭირდება, პირდაპირ ვამბობ - ნებისმიერ ნივთს, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. არავითარი ჩხრეკა არ გჭირდებათ. ღია ეთერში გეუბნებით, რომ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას, რომ ამ ქვეყნის გარუსება არ დავუშვათ“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ „მთავარ არხთან“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს