იგორ ნარმანია - ივანიშვილი გადავიდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოროტად გამოყენებაზე - მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ყველანაირად უკანონოა ეს პროცესი

ივანიშვილი გადავიდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოროტად გამოყენებაზე. მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს არ წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ამიტომ ყველანაირად უკანონოა ეს პროცესი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნარმანიას თქმით, არ იციან, რა მოქმედებას ატარებს პოლიცია ოფისის შიგნით და არიან თუ არა მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ.

„არ გვაძლევენ შიგნით შესვლის უფლებას, ისიც არ ვიცით, რა მოქმედებას ატარებენ შიგნით, არც ის ჩვენი მეგობრები უსაფრთხოდ არიან თუ არა, ამაზეც ვერ ვიღებთ პასუხს, რადგან თვითონაც არ იციან, რა რაოდენობაა ადამიანების შიგნით. ამ ბავშვებს ჰყავთ მშობლები და არც ამათ არ უშვებენ შიგნით. ყველა ძალოვანი სტრუქტურის ასე ბოროტად გამოყენებაზე გადავიდა ივანიშვილი. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაგვაგებინონ მათი მდგომარეობა, გამოიყვანონ გარეთ ან მოგვცენ შესვლის უფლება, რადგან არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ შიგნით. მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს არ წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ამიტომ ყველანაირად უკანონოა ის პროცესი, რასაც ახლა ესენი აქ აწარმოებენ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთ საათზე მეტია, რაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული და მიმდინარეობს ჩხრეკა, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, ამ დრომდე არ იციან რის საფუძველზე მიმდინარეობს ეს ყველაფერი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში