ბერდია სიჭინავა - ძალადობა, მოქალაქეების ცემა, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, ოფისებში რეიდების ჩატარება - ეს ხელისუფლების დასასრულია

ხელისუფლება რაღაც ტიპის შიშის დათესვას ცდილობს, თვითონ არის ეიფორიაში, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანას ევროპული კურსი უკვე არჩეული აქვს და ამას ვერავინ გადაახვევინებს.

„როცა არსენალში არ გაქვს პოლიტიკური ტყვიები გამოიყენო იმისთვის, რომ შენი პოლიტიკური პოზიციები დაიცვა, მიმართავ ასეთ ფორმას - ძალადობას, მოქალაქეების ცემას, პოლიტიკური ლიდერების დაკავებას, ოფისებში რეიდების ჩატარებას, რაც ამ ხელისუფლების დასასრულია. ამ ქვეყანას თავისი ევროპული გზა უკვე არჩეული აქვს და ამ გზის ბარიერი ვერ იქნება ვერც ივანიშვილი და ვერც მისი თოჯინების თეატრი“, - განაცხადა სიჭინავამ.

ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე წარმოებაში არ მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოლოდინი, რომ პოზიტიური იქნებოდა და ამ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევდა, რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონია. მადლობა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით. ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს, ჯიბეში უდევს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსგან, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია. ყველა სისტემის მხილება უნდა მოხდეს, რომელიც ერთი ადამიანის სამსახურშია ჩამდგარი“, - განაცხადა სიჭინავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო