ირაკლი კობახიძე -  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია,  ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა.

„ცალსახად პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი იყენებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი. ჩვენს დროს მოხდა ეს. უშუალოდ მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, როდესაც ეს პრიორიტეტი - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი - ავსახეთ კონსტიტუციაში. ეს უმაღლესი სტატუსის მქონე საკანონმდებლო ჩანაწერია, რომელიც 2017 წელს განხორციელდა. ამდენად, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო და მტკიცეა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა. საუბარი მაქვს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიენიჭათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს; მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატსა და პოლიტიკოსთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარადოქსულია, რომ ჩვენ ვიბრძვით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მთელი წლინახევრის განმავლობაში და ის ხალხი, რომლებმაც ჩვენს მიმართვაზე უარი გვითხრეს, კანდიდატის სტატუსი თავიდანვე არ მოგვანიჭეს, ახლა ჩვენზე ამბობენ, რომ არ ვართ პროევროპულები. რა გამოდის? ისინი არიან პროქართულები, მაგრამ ჩვენ არ ვართ პროევროპულები? პარადოქსია ნამდვილად. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს პარადოქსი ძალიან თვალსაჩინო და ნათელია. ამიტომ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ კარგად იციან, რომ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და იმავდროულად ვიბრძვით საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს