ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება - მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია.

სალომე ზურაბიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არ არის, თუმცა ადრე იყო. ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო