ირაკლი კობახიძე -  ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“, უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის" იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება

უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის" იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს უკვე მეოთხე მცდელობა იყო მათი მხრიდან, ვისაც „მაიდანი" უნდოდა მოეწყო ქვეყანაში.

„ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით". ამ იდეას განხორციელება არ უწერია, ქართული „მაიდნის" ორგანიზების მეოთხე მცდელობა ჩავარდა. ამდენად, ვერ ვხედავთ რაიმე არსებით რისკს ჩვენი ქვეყნისთვის. პროტესტი ქუჩებში გრძელდება, მაგრამ არსებითად კლებადია ხალხის რაოდენობა. ახლა ოთხჯერ ნაკლები ადამიანი გამოდის გარეთ, ვიდრე 5-6 დღის წინ. ჩვენ ძალიან ეფექტურად შეგვიძლია, ვმართოთ სიტუაცია. სახელმწიფო ძალიან ძლიერია; სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ძლიერი გვყავს და ამიტომ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს