ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა  მიმდინარეობს

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.

„ეს არის ოპოზიციის ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას შექმნილი ავტოკრატიული, რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩართულობით და დავალებით”, - განაცხადა გეგელიამ.

მანამდე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბარიერგადალახული ოპოზიციურ პარტიების 25-ეულებს „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს