პარლამენტის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს პროგნოზირებდნენ, შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით შემოვიდა.

მისი თქმით, მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,2%-დან 9%-მდე ზრდის და ბიუჯეტის ცვლილებაც ამან განაპირობა. შესაბამისად, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, რომლის მოცულობა დაახლოებით 90. 9 მლრდ. ლარი ინება, თავდაპირველად დაგეგმილი 86 მლრდ. ლარის ნაცვლად.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი 2024 წლის ძირითადი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საბოლოო პროგნოზები შემდეგია: მშპ რეალური ზრდის პროგნოზი - 9,0%; მშპ-ს დეფლატორი - 3,1%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 1,0%; ნომინალური მშპ- 90 895,2 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 23 260,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 29 980,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 2,5%; მთავრობის ვალი - მშპ-ს 36,8%.

აღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის გეგმური მაჩვენებელი მილიარდ 218 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 25.616 მლნ. ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 207,0 მლნ ლარით იზრდება, რაც მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებების სრულად დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.

წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ჯამურად 25 696 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი იზრდება 900 მლნ ლარით და 25 მილიარდ 930 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დასკვნები წარადგინეს საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე წარუდგინა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა".

კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო