ზვიად ხარაზიშვილი - ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, არასწორი ხალხია, ვინც მაგას ამბობს, ის არის ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც - ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?

ვინც მაგას ამბობს, ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც, - ასე ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის

განცხადებას, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.

ზვიად ხარაზიშვილის თქმით, ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია.

„მაგას ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ რომელია არაფხიზელი, რეებს იტყუებით? ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც. ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?“, - განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.

„მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა

ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს