მამუკა ხაზარაძე - სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება - დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?

სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება! , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებას და დაკავებებს ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძე მიმართავს შსს-ს თანამშრომლებს გაემიჯნონ კრიმინალს.

„შსს-ს თანამშრომლებს მივმართავ - დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?? ეს რეჟიმი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! რა სინდისით აპირებთ მერე ამ ქვეყანაში ცხოვრებას??“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი